შემობრძანდით WordPress.com-ის საიტზე


მეხსიერება არაჩვეულებრივი თვისებაა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება. შეიძლება კი მეხსიერების გავარჯიშება? მეხსიერება ორი სახისაა: ხანმოკლე და ხანგრძლივი. სესიების დროს სტუდენტები ცდილობენ ერთ ღამეში „ჩაჭყლიტონ“ ტვინში უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც გამოცდების ჩაბარების მერე მომენტალურად „ორთქლდება“.

ადამიანი მეხსიერების 10%-ზე მეტს არ იყენებს 🙂 დანარჩენი 90% უბრალოდ იკარგება, რადგან არ ვიცით მახსოვრობის კანონების გამოყენება. ეს კანონები კი ძალიან მარტივია და სულ სამია:  შთაბეჭდილება, გარემოება და ასოციაცია.

მაშ ასე, გინდათ რაიმე დაიმახსოვროთ?  პირველ რიგში საჭიროა კონცენტრირება და შთაბეჭდილების მიღება, რომლისთვისაც არა მარტო მხედველობა, არამედ სმენაც უნდა გამოვიყენოთ.

მხედველობითი მეხსიერება ყველაზე მყარია, იმიტომ რომ თვალიდან ტვინში მიმავალი ნერვები 20-ჯერ მსხვილია, ვიდრე ნერვები, რომლებიც ყურიდან ტვინში მიდის. მარკ ტვენი ვერაფრით იმახსოვრებდა საკუთარი გამოსვლის ტექსტს, როცა ჩანაწერებით ხელმძღვანელობდა, მაგრამ საკმარისი იყო ჩანაწერები ნახატებით შეეცვალა, რომ ყველაფერი აეწყო.

მეხსიერების მეორე კანონი გარემოებაშია. ათასობით მუსლიმანმა სტუდენტმა ზეპირად იცის ყურანი, „ახალი აღთქმის“ მოცულობის მქონე წიგნი. ისინი მას მუდმივი გარემოების ხარჯზე იმახსოვრებენ.

მესამე კანონი  ასოციაციაა, ერთადერთი საშუალება მყარად ჩავეჭიდოთ მეხსიერებაში, რაიმე ფაქტი, ესაა მისი რაიმე სხვა ფაქტთან დაკავშირება, რომელიც გარკვეულ ასოციაციას იწვევს თქვენში.

Comments on: "მეხსიერების საიდუმლო" (1)

  1. yvelaze kargi asociacia movlenebis dasamaxsovreblad musikastan mati dakashirebaa… 🙂

დატოვე კომენტარი