შემობრძანდით WordPress.com-ის საიტზე

 

ამ პოსტში თავმოყრილია ცნობები ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაზე, გამოჩენილ ადამიანბზე, გამომგონებლებზე და ა.შ

***

სხვადასხვა ქვეყანაში ძაღლი და მამალი სხვადასხვანაირად ლაპარაკობს. ძაღლლის ყეფა ქართულად ჟღერს ასე: ავ-ავ გერმანულად:”ვაუ-ვაუ” ინგლისურად: “ბა-ბა” ფრანგულად : “ვა-ვა” იტალიურად: “ბუ-ბუ” მამალი- ქართულად: ” ყიყლი-ყოო” , რუსულად: “კუ-კა-რე-კუ”, გერმანულად : “კიკი-რიკი”, თურქულად: “კუკო-რი-კო, ინგლისურად: “კუკ-ე-დუელ-დუ”.

***

ჩრდილოამერიკულ რუხ დათვს შეუძლია ისე ჩქარა ირბინოს , როგორც ცხენს.

***

ახალდაბადებული პანდა უფრო პატარაა ვიდრე თაგვი, და დაახლოებით 100 გრამს იწონის.

***

ჟირაფის გული 22კილოგრამს იწონის.

***

კენგურუს ყველაზე გრძელი ნახტომი სიგრძეზე 13 მეტრსა და 63 სანტიმეტრს შეადგენს , ხოლო სიმაღლეზე 3 მეტრს და 20 სანტიმეტრს.

***

ბამბუკის ხეს შეუძლია 1 მეტრით გაიზარდოს 1 დღე-ღამის განმავლობაში.

***

მსოფლიოში არსებული ყველა ყინული რომ დადნეს, ზღვის დონე 50 მეტრით აიწევს.

***

დედამიწაზე 10მილიონამდე სახობის ცხოველი და მცენარეა , მაგრამ 50 ყოველდღიურად ქრება.

***

ტაილანდის მეფე მოგუტს, თავისი მეფობის პერიოდში 9016  ცოლი ჰყავდა.

***

ადამიანის კანი დაახლოებით 3 კილოგრამს იწონის

***

ადამიანის ფრჩხილი ერთ კვირაში დაახლოებით 0.05 სანტიმეტრით იზრდება.

***

ადამიანი ყოველდღიურად დაახლოებით 17000 ჯერ ახამხამებს თვალს.(თუ წიკიანი არაა :D)

***

მსოფლიოში ყოველდღიურად 172 000 ბავშვი იბადება.

***

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახელი არის მუჰამედი.

***

ამერიკის ყველა პრეზიდენტი სათვალეს ხმარობდა.

***

ამერიკელების 35% ჭარბწონიანია.

***

პირველი მიკროსკოპი 10 წლის ჰოლანდელმა ზაქარია იანსენმა გამოიგონა.

***

61 წლის ფრანსის გელტონმა გამოიგონა თითის ანაბეჭდის სისტემა.

***

ტიტანიკი იყო პირველი გემი რომელმაც გამოიყენა სიგნალი :  ”SOS”.

 

დატოვე კომენტარი